კულტურა

მალტა – სულ სხვა სამყარო (იმოგზაურეთ დროში)

Posted on Updated on

Image

ჯერ კიდევ ჩასვლამდე ვიყავი აღტაცებული ამ პატარა ქვეყნის სილამაზით და ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა 22 თებერვალი…

აეროპორტი იმდენად პატარა იყო, რომ თვითმფრინავიდან – პასპორტების კონტროლამდე ფეხით ვიარეთ… თბილოდა, ჩვენზე დაახლოებით 10 გრადუსით უფრო მეტად.

აერპორტიდან ქალაქამდე, აქტიურად ვათვალიერებდი გარშემო ყველაფერს და გაოცებას ვერ ვმალავდი, თითქოს რაღაც სხვა სამყაროში მოვხვდი, გარშემო იყო სიძველე, კაქტუსის ხეები, დროში მოგზაურობის შეგრძნება გამიჩნდა…

დავიწყეთ დედაქალაქით… ვალეტა ძალიან ლამაზია, შედარებით მდიდრული, ძველ სტილში, ვიწრო ქუჩებით, სანაპიროთი და ხედებით. ხალხმრავალია, სიცოცხლე ჩქეფს, იმდენად პატარაა – ფეხით შემოივლი.

Image

ფეხითვე ჩავისეირნეთ სანაპიროზე და ვიპოვეთ იახტა, თუ გემი, რომელმაც მეზობელ კუნძულზე გადაგვიყვანა, ეს იყო სლიემა, სადაც სასტუმროში განვთავსდით.

კერძები საკმაოდ მრავალფეროვანი აქვთ, გამორჩეული ნაციონალური კერძი ჩვენ ვერ ვიპოვეთ, მაგრამ რაც ავიღეთ – ძალიან გემრიელი აღმოჩნდა, პირციაც დიდი. ასევე საინტერესო იყო მათი ღვეზელები, ჩვენს ხაჭაპურს და სხვა კერძებს ჰგავდა.

სლიემას მოპირდაპირე მხარეს, მდინარის იქით – მდებარეობს ღამის ცხოვრებისთვის საუკეთესო ტერიტორია – Paceville… Read the rest of this entry »